სამუშაოს აღწერა
სამედიცინო ცენტრი ციტო
➤ მედდა
ID: NT015
ძირითადი მოვალეობები:
• პაციენტების მიღება და მომსახურება;
• სისხლისა და სხვა ბიოლოგიური მასალის აღება დადგენილი პროცედურების შესაბამისად;
• აღებული მასალის სწორად მარკირება, შენახვა და ლაბორატორიაში გადაცემა;
• პაციენტისთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება;
• სამედიცინო დოკუმენტაციისა და შესაბამისი ჩანაწერების წარმოება;
• სამუშაო ადგილისა და სამედიცინო ინვენტარის მოწესრიგება;
• ჰიგიენისა და ინფექციის კონტროლის სტანდარტების დაცვა.
მოთხოვნები:
• საექთნო განათლება და შესაბამისი კვალიფიკაცია;
• მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
• ვენიდან სისხლის აღების პრაქტიკული გამოცდილება;
• პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღებიანობა;
• პაციენტებთან კომუნიკაციის კარგი უნარი;
• პუნქტუალურობა და გუნდში მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
• სტაბილურ სამუშაო გარემოს;
• შესაბამის ანაზღაურებას;
• 300 ლარის ბონუსს;
• პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
• მეგობრულ სამუშაო გარემოს.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 1000 ₾ (თვიური)
- გრაფიკი: სრული 8 საათიანი
- ადგილი: ბათუმი
- ვადა: 15/10/2026