სამუშაოს აღწერა
მედცენტრი
➤ რეცეფშენი/მიმღები, კომპანია
ID: NT023
პაციენტების მიღება, რეგისტრაცია და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
პაციენტების ჩაწერა ექიმებთან და ვიზიტების განრიგის მართვა;
სატელეფონო ზარებზე პასუხი და პაციენტების კონსულტაცია;
პაციენტების ნაკადის მართვა და შესაბამის სპეციალისტებთან გადამისამართება;
სამედიცინო დოკუმენტაციისა და მონაცემების მოწესრიგება;
კლინიკის შიდა წესებისა და მომსახურების სტანდარტების დაცვა;
პაციენტებისთვის კომფორტული და კეთილგანწყობილი გარემოს უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
გამართული კომუნიკაციისა და მომსახურების უნარი;
პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
კომპიუტერთან მუშაობის საბაზისო ცოდნა;
ყურადღებიანობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
გუნდური მუშაობის უნარი;
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
სამუშაო პირობები:
- ანაზღაურება: 800 ₾ (თვიური)
- გრაფიკი: სრული 8 საათიანი
- ადგილი: ბათუმი
- ვადა: 31/10/2026