სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია – სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის თანამდებობაზე.
.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- საწყობში შემოსული საქონლის ჩამოცლა სატვირთო ავტომანქანიდან დანაკარგის და დაზიანების გარეშე, უშუალო ხელმძღვანელის მითითების გათვალისწინებით;
- მიღებული საქონლის დროულად, დაზიანების გარეშე განთავსება საწყობში განსაზღვრულ ადგილზე;
- საწყობში საქონლის გადაადგილებასთან, დატვირთვა-გადმოტვირთვასთან დაკავშირებული მოვალეობების შესრულება;
- საწყობის და მიმდებარე ტერიტორიის დალაგება – ცარიელი ხის საძირეების, ყუთების და სხვა სასაწყობე ინვენტარის განთავსება განსაზღვრულ ადგილას;
- სატვირთო ავტომანქანების დატვირთვა საქონლით;
- საჭიროებისამებრ ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საშუალო განათლება
- ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)
უნარები/პიროვნული კომპეტენციები
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
- შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული
! სხვა მითითებები
ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;