სასტუმრო “შერატონ ბათუმი” აცხადებს არასეზონურ ვაკანსიას საზოგადოებრივი
ადგილების დასუფთავების თანამშრომლის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
ზედმიწევნით დაიცვას სასტუმროს, დეპარტამენტისა და დაცვის უსაფრთხოების
პოლიტიკა და პროცედურები, რათა უზრუნველყოს სუფთა და უსაფრთხო
სამუშაო გარემო;
სასტუმროს სტანდარტული პროცედურების მიხედვით ოთახების დასუფთავება;
ჭუჭყიანი თეთრეულის, პირსახოცის, ხალათის გამოცვლა;
ნაგვის გატანა;
ხალიჩების მტვერსასრუტით გაწმენდა სტუმრის ოთახში, დერეფანში და
ლიფტების წინ;
ნებისმიერი ხარვეზის, დანაკარგის აღმოჩენის შემთხვევაში ზედამხედველის
დაუყოვნებლივ ინფორმირება;
ყველა ტექნიკისა და ელექტრო მოწყობილობის (მაგ. მაგიდის სანათები,
ტელევიზორი, ნათურები, ჩამრთველები, კლიმატ-კონტროლი და ა.შ. ) შემოწმება,
არის თუ არა მუშა მდგომარეობაში;
ნაპოვნი ნივთების ჩაბარება პროცედურის მიხედვით;
ინვენტარისა და ტექნიკის სუფთა და მუშა მდგომარეობაში შენარჩუნება;
საჭირო უნარები:
გუნდური მუშაობა;
კარგი კომუნიკაციის უნარი;
საიმედოობა;
დეტალებზე ორიენტირებულობა.
ადგილების რაოდენობა: 3