სს „მარგებელი ჰოლდინგი“ ქართველი და შვეიცარელი ინვესტორების მიერ ოთხი მსხვილი კომპანიის გაერთიანების შედეგად დაფუძნებული ჰოლდინგია, რომლის შექმნაც მჭიდროდ უკავშირდება სს „წყალი მარგებლის“ (ნაბეღლავი, ბახმარო, რაუხის წვენები) წარმატების ხანგრძლივ ისტორიას.
დღეისათვის „მარგებელი ჰოლდინგის“ შემადგენლობაშია ოთხი კომპანია – სს „წყალი მარგებელი“, შპს „ენგადი“, შპს „მარნეულის სასურსათო ქარხანა“, შპს „მარნეული აგრო“.
ამჯერად, სს „მარგებელი ჰოლდინგში“ შემავალი სადისტრიბუციო კომპანია „ენგადი“ აცხადებს ვაკანსიას მიწოდების აგენტის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ბათუმი
ანაზღაურება: 1400-1500 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
- სატრანსპორტო საშუალებით სავაჭრო ობიექტებისთვის პროდუქციის მიწოდება, წინასწარ განსაზღვრული მარშუტის მიხედვით.
- საქონლის ჩამოტვირთვის უზრუნველყოფა და სავაჭრო ობიექტში დანიშნულების ადგილზე შეტანა
- მიწოდების პოკეტში, ნაღდი ანგარიშსწორების შემთხვევაში, სალაროს შემოსავლის ორდერის გატარება და სხვა შესაბამისი ოპერაციების შესრულება;
- ნაღდი ანგარიშსწორებისას ნავაჭრი თანხის მიღება და კომპანიის საბანკო ანგარიშზე შეტანა;
- პროდუქციის მიღების დამადასტურებელი, ხელმოწერილი დოკუმენტის მიწოდება უფლებამოსილი პირისთვის.
- სალაროს აპარატზე პასუხისმგებლობა; დღის შემაჯამებელი ფურცლისა და Z ანგარიშის მიწოდება შესაბამისი პირისთვის;
- საქონლის უკან დაბრუნების პროცესის უზრუნველყოფა და დანიშნულების ადგილზე მოტანა.
- მიწოდების პროცესში, კლიენტთან ნებისმიერი პრობლემის არსებობის შემთხვევაში, უშუალო ხელმძღვანელის ინფორმირება, სავაჭრო ობიექტის დატოვებამდე;
- ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- არასრული საშუალო/საშუალო განათლება (სავალდებულო)
- პოკეტში მუშაობის გამოცდილება
- ქართული ენის ცოდნა (წერა, კითხვა, გაგება)უნარები/ პიროვნული კომპეტენციები
- მარტივი არითმეტიკული ოპერაციების შესრულების ცოდნა;
- შეზღუდულ ვადებში/ დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი
- აკურატული, პუნქტუალური, დისციპლინირებული! სხვა მითითებები
ფიზიკური დატვირთვისადმი გამძლე და მოქნილი: უნდა შეძლოს მძიმე და დიდი მოცულობის ნივთების აწევა/გადაადგილება;