აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ:
- მომხმარებლებს ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევთ, მათი მოთხოვნების შესაბამისად;
- მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებთ სხვადასხვა ოპერაციას, როგორებიცაა: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება;
- მომხმარებლებს შესაბამის კონსულტაციას გაუწევთ, შესთავაზებთ მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და უზრუნველყოფთ გაყიდვების პროცესს;
ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია:
განათლება: უმაღლესი (სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს მიმართულებით).
სამუშაო გამოცდილება: სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.
ცოდნა და უნარები:
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება);
- ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
- ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა;
- გაყიდვების წარმოების ეფექტური უნარი;
- შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.
ჩვენ გთავაზობთ:
- დარიცხულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად;
- ტრენინგებს კარიერული განვითარებისთვის (ტრენინგების დაწყებიდანვე ფორმდება ხელშეკრულება და ინიშნება ანაზღაურება);
- კომფორტულ სამუშაო ადგილს: სტანდარტულ სერვის ცენტრში ან მეტროს სადგურებში მდებარე Express სერვის ცენტრში;
თუ გსურს, რომ დაიწყო და განავითარო შენი კარიერა საბანკო სფეროში, ჩვენ შეგვიძლია, ხელი შევუწყოთ შენი პოტენციალის რეალიზებას.