სასტუმრო “Best Western Premier Batumi”

ინფორმაცია

ბათუმის ბულვარის სიახლოვეს განთავსებული Best Western Premier Batumi ქალაქის გასართობი და საქმიანი ცენტრის შუაგულში მდებარეობს.

სასტუმრო, რომელიც ფეხით სავალ მანძილზეა შავი ზღვის სანაპიროსთან, სამგანზომილებიან ფრანგულ მუსიკალურ შადრევნებთან, აკვა-პარკთან, მრავალრიცხოვან რესტორანსა და იუსტიციის სახლთან, იდეალურია როგორც დასვენებისთვის, ასევე საქმიანი ვიზიტებისთვის.

Best Western Premier Batumi –ს თანამედროვე და მყუდრო 101 ოთახი, რესტორანი ტერასით მე-13 სართულზე და 2-სართულიანი სპა საუკეთესო არჩევანია ვიზიტორებისათვის.

თანამედროვედ აღჭურვილი საკონფერენციო ოთახები 150 დელეგატზეა გათვლილი. მე-2 სართულზე განლაგებული ლაუნჯი ბარი საუკეთესო ადგილია გემრიელი კოქტეილების, ყავის და დესერტების დასაგემოვნებლად.

სასტუმრო Best Western Premier Batumi–ი მაღალი ხარისხის მომსახურებით საუკეთესოდ ერწყმის ტრადიციულ ქართულ სტუმართმოყვარეობას.

კომპანიის შესახებ